გზამკვლევი მცირე საკრედიტო კომპანიებისგან სესხის პირველად აღების შემთხვევაში

გზამკვლევი მცირე საკრედიტო კომპანიებისგან სესხის პირველად აღების შემთხვევაში

როცა სესხი გჭირდებათ, თანაც დღეს და არა ხვალ, მეგობარს კი თქვენთვის თანხის მოცემა არ შეუძლია, მაშინ სწრაფი დაკრედიტების ორგანიზაციები ერთადერთი გამოსავალია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკრედიტო ორგანიზაციების რაოდენობამ ერთი ორად მოიმატა. საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანიების დიდი ნაწილი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოქმედი საფინანსო ორგანიზაციების შვილობილი კომპანიები არიან. ეს ფაქტი მოსახლეობის დიდ ნაწილში ნდობისა და სტაბილურობის განცდას ქმნის. სწორედ ამიტომ, ყველა ასეთ კომპანიას აქვს თავის ვებ გვერდზე ამის შესახებ შესატყვისი ინფორმაცია მითითებული.

არჩევანის გაკეთებისას უპირატესობა შერავათიანი საპროცენტო განაკვეთის მქონე საკრედიტო კომპანიას ენიჭება. ქვეყანაში მოქმედი მცირე საფინანსო ორგანიზაციების ნაწილი მომხმარებლების მოსაზიდად პირველ სესხს სრულიად უპროცენტოდ გასცემს, მეორე ნაწილი კი, მომხმარებლების შესანარჩუნებლად პროცენტს ყოველ მომდევნო სესხზე სულ უფრო და უფრო მეტად აკლებს.

თუ თქვენ დამწყები ხართ ამ სფეროში და სწრაფი დაკრედიტების პროფილის მქონე კომპანიების მომსახურეობით ჯერ არ გისარგებლიათ, ეძებთ კომპანიას, რომელიც სესხს უპროცეტოდ, ან მცირე პროცენტით მოგცემთ და შეგიძლიათ თანხის მოკლე ვადაში დაბრუნება, მაშინ ჩვენი სტატიის საშუალებით თქვენ თქვენთვის სასურველ კომპანიას შეარჩევთ.

ყველაზე ცნობად და პოპულარულ 5 საკრედიტო კომპანიაში პირველი სესხი სრულიად უპროცენტოა. მაგრამ ამის მიუხედავად, ეს საკრედიტო კომპანიები ერთმანეთისაგან პირველი სესხის გაცემის პირობებითაც განსხვავდებიან. განმასხვავებელი ნიშანი პირველი სესხის ოდენობა და ვადაა.

მაგალითად ccloan.ge პირველ სესხს 30 დღის ვადით სრულიად უპროცენტოდ მოგცემთ, თუმცა პირველი სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ თანხას თავის დროზე ვერ დაფარავთ, მოქმედებს სესხის გადავადების პროგრამა, რომელიც გადავადებას დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში უზრუნველჰყოფს. მაგალითვისთვის: 5 დღით სესხის გადავადება 16,50 ლარი დაგიჯდებათ, 10 დღით გადავადება, კი 19,80 ლარი.

Netcredit-ში პირველ უპროცენტო სესხს 30 დღის ვადით 500 ლარამდე რაოდენობით მოგცემენ. 15 დღით გადავადების შემთხვევაში აღებულ თანხას 75 ლარი უნდა დაუმატოთ.

Crediton.ge-ში პირველი უპროცენტო სესხი 30 დღიანია და თანხის რაოდენობაც, სხვა საკრედიტო კომპანიებისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად მეტია – 700 ლარი. მათივე საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით crediton-ში სესხის გადავადება შეუზღუდავად შეგიძლიათ, თუმცა რაღა თქმა უნდა – დამატებითი საკომისიოს გადახდის პირობით.

Vivus.ge- თანხას 30 დღის ვადით უპროცენტოდ 250 ლარზე მეტი რაოდენობით არ მოგცემთ. თუ გსურთ მეტი თანხა, მაშინ დამატებითი პროცენტის გადასახდელადაც უნდა იყოთ მზად.

Moneyman 500 ლარის ოდენობის თანხას უპროცენტოთ ყველაზე სხვა დანარჩენზე გრძელი ვადით – 31 დღით მოგცემთ. სესხის დაბრუნების გადავადება აქაც შესაძლებელია 7, 14, 21, ან 28 დღით. გადავადების საპროცენტო განაკვეთი მერყეობს 0,50%-დან 1,90%-მდე დღეში.

წაიკითხეთ ჩვენი სტატიები, გაეცანით სწრაფი დაკრედიტების კომპანიების მიერ შემოთავაზებულ პირობებს და სესხის აღებისას გააკეთეთ სწორი არჩევანი.

 





vivus.ge

ავტორი: 24Sesxebi.com

24Sesxebi.com ეს არის დამოუკიდებელი ვებ-გვერდი, რომელიც კონცენტრირებას ახდენს ქართველების ცნობიერების ამაღლებაზე სწრაფ და საგანვადებო სესხების შესახებ, რომელსაც გასცემენ არასაბანკო სექტორის კომპანიები. აქ ასევე მოთავსებულია ინფორმაცია ინტერნეტ სესხებზე, კრედიტებზე ნაღდი ანგარიშსწორებით და სხვა საფინანსო პროდუქტებზე. ვებ-გვერდზე ქვეყნდება უახლოესი რეიტინგები, ახალ ამბები სასესხო მომსახურებაზე, საკუთარი ფინანსების მართვის ცნობარები, ინფორმაცია სესხების ფასდაკლებებზე, და ასევე გამსესხებელი კომპანიების რეცენზიები და მათი შეთავაზებები.

Share This Post On