გზამკვლევი მცირე საკრედიტო კომპანიებისგან მეორე და მეტი სესხის აღებისას

გზამკვლევი მცირე საკრედიტო კომპანიებისგან მეორე და მეტი სესხის აღებისას

სწრაფი დაკრედიტების კომპანიების მომსახურეობები სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებისათვის. გამომდინარე სერვისის სისწრაფისა და საკრედიტო კომპანიების მიმართ მოსახლეობის მხრიდან არსებული ლოიალურობისა, კრედიტორთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. განსაკუთრებული მოთხოვნა მის მიმართ დღესასწაულებისა და დასვენების სეზონის პერიოდში. კრედიტს საფინანსო ორგანიზაციები გარკვეული თანხისა და ვადის გათვალისწინებით პირველ ჯერზე სრულიად უპროცენტოდ სთავაზობენ მომხმარებლებს. მეორე სესხიდან, კი თითოეულ მათგანში სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს.

MoneyMan – ში მეორე კრედიტს „აფრენად“ მოიხსენიებენ. სესხი უკვე არსებულ კლიენტებზე 800 ლარამდე ოდენობით გაიცემა 5-დან 31 დღემდე ინტერვალით. საპროცენტო განავეთი 0,50%-იდან 1,90%-მდე მერყეობს დღეში. კომპანიის ვებ გვერდის საშუალებით მომხმარებელი მარტივად შეძლებს განაცხადის ონლაინ რეჟიმში შევსება და თანხის პირად ანგარიშზე 5 წუთში მიღებას. ამ კომპანიას გააჩნია ჯანსაღი ამბიცია, რომ გახდეს თავისი კლიენტების პირადი და შეუცვლელი ფინანსური მეგობარი.

Vivus.ge განმეორებით სესხს მომხმარებლებს 650 ლარამდე ოდენობით სთავაზობს. სესხის საპროცენტო განაკვეთი 15%-ია. სესხად აღებულ 650 ლარზე მომხმარებელი ვალდებულია 30 დღის შემდეგ 98 ლარი პროცენტის სახით გადაიხადოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში თქვენ 748 ლარს გადაიხდით. მომხმარებლებისათვის, რომლებსაც უჭირთ თანხის 30 დღეში სრულად დაფარვა, მოქმედებს სესხის გადავადების პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, თუ თქვენ სესხს 7 დღით გადაავადებთ, მაშინ დამატებით 49 ლარს გადაიხდით. 14 დღით გადავადების შემთხვევაში – 74 ლარით მეტს, ხოლო 30 დღით გადავადებისას – 748 ლარს დამატებული 124 ლარის გადახდა მოგიწევთ.

Netcredit ში განმეორებითი სესხის აღების მაქსიმალური თანხობრივი ოდენობა 1000 ლარს შეადგენს. საპროცენტო განაკვეთი სესხის 30 დღის ვადით აღებისას 19%-ია. სხვა საკრედიტო ორგანიზაციების მსგავსად სესხის დაფარვის გადავადება აქაც შესაძლებელია. 14 დღით გადავადებისას დამატებითი საკომისიო – 150 ლარია, 30 დღით გადავადებისას, კი – 240 ლარი.

Ccloan ში განმეორებითი სესხის მაქსიმალური ოდენობა 700 ლარია. საპროცენტო განაკვეთი, კი 19%, რაც იმას ნიშნავს, რომ 700 ლარის აღების შემთხვევაში 30 კალენდარულ დღეში უკან დამატებით 133 ლარის დაბრუნება მოგიწევთ. სესხის გადავადების პროგრამა აქაც აქტუალურია: 5 დღით გადავადებისას დამატებით 70 ლარის გადახდა მოგიწევთ, 10 დღით გადავადებისას – 84 ლარის; 15 დღის შემთხვევაში- 98; 20 დღით გადავადებისას – 112 ლარის, 25 დღით გადავადებისას – 133 ლარის, ხოლო 30 დღით გადავადებისას – 154 ლარის დამატება მოგიწევთ.

Crediton.ge მომხმარებელს, რომელსაც აქვს სამი, ან მეტი მოკლევადიანი დაფარული სესხი – გრძელვადიან სესხს სთავაზობს. მაგალითად: სესხის ოდენობა თუ 1000 ლარი იქნება, მაშინ განმეორებითი სესხისას ამ რაოდენობის თანხა შეგეძლებათ 12 თვის ვადით აიღოთ და ის ყოველთვიურად, ნელ-ნელა ფაროთ. ყოველთვიური გადასახდელი თანხა 133,93 ლარის ოდენობის იქნება. ჯამურად, კი 12 თვის თავზე, სულ დაფარული გექნებათ 1606,80 ლარი. განმეორებით, 30 დღის ვადით გაცემულ სესხზე, კი საკომისიო 163,98 ლარის ოდენობით გექნებათ დასაფარი, რაც არსებული სესხის 17%-ს შეადგენს.

გაეცანით ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას და გააკეთეთ სწორი არჩევანი განმეორებითი სესხის აღებისას.





vivus.ge

ავტორი: 24Sesxebi.com

24Sesxebi.com ეს არის დამოუკიდებელი ვებ-გვერდი, რომელიც კონცენტრირებას ახდენს ქართველების ცნობიერების ამაღლებაზე სწრაფ და საგანვადებო სესხების შესახებ, რომელსაც გასცემენ არასაბანკო სექტორის კომპანიები. აქ ასევე მოთავსებულია ინფორმაცია ინტერნეტ სესხებზე, კრედიტებზე ნაღდი ანგარიშსწორებით და სხვა საფინანსო პროდუქტებზე. ვებ-გვერდზე ქვეყნდება უახლოესი რეიტინგები, ახალ ამბები სასესხო მომსახურებაზე, საკუთარი ფინანსების მართვის ცნობარები, ინფორმაცია სესხების ფასდაკლებებზე, და ასევე გამსესხებელი კომპანიების რეცენზიები და მათი შეთავაზებები.

Share This Post On