ლოიალურობის პროგრამები მცირე საკრედიტო კომპანიებში

ლოიალურობის პროგრამები მცირე საკრედიტო კომპანიებში

სწრაფი დაკრედიტების ბიზნესი ის სფეროა, სადაც ქართველ მომხმარებელში ნდობისა და წარმატების მოპოვება არც ისე ადვილია. გარდა შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთის კონკურენტუნარიანობისა, საჭიროა მომსახურე კომპანიას ჰყავდეს კვალიფიცირებული და სასიამოვნო მომსახურე პერსონალი, ჰქონდეს კლიენტზე მორგებული პირობები, სწრაფი სერვისები, დროული გადაწყვეტილებები და ა.შ.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურეობებისა და დეტალებისა, სწრაფი დაკრედიტების პროფილის მქონე ორგანიზაციები კლიენტების მოსაზიდად სხვა, ისეთ დეტალებზეც კონცენტრირდებიან, როგორიცაა ლოიალურობის პროგრამები. სხვადასხვა კომპანია ამ პროგრამას განსხვავებულად უდგება. ჩვენს სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე ცნობილი საკრედიტო ორგანიზაციის ბონუს პროგრამებს.

Moneyman მომხმარებლებს თავის ბონუს პროგრამით კონკრეტულ ქმედებებზე ბონუს ქულებით აჯილდოვებს. მაგალითად: იმისათვის, რომ შეძლოთ ამ კომპანიაში ბონუს ქულების დაგროვება, საჭიროა ჩამოთვლილთაგან ერთი პუნქტის შესრულება:

1) სესხის დაფარვა ვადაგადაცილების გარეშე;

2) მეგობრების მოწვევა, რომლებიც, თქვენს მსგავსად, ისარგებლებენ Moneyman-ის კრედიტით;

3) კომენტარის გაკეთება ორგანიზაციის შესახებ სოციალური ქსელის, ან ფორუმის საშუალებით.

დაგროვილი ქულების სანაცვლოთ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ბენეფიტები:

1) დაგროვილი ქულებით შეგიძლიათ გადაფაროთ არსებული სესხი, რითიც მოახდენთ თქვენს სახელზე არსებული ქულების მონეტიზაციას;

2) გაზარდოთ სესხის ვადა ჯარიმებისა და დამატებითი საკომისიოს გადახდის გარეშე;

3) გადახვიდეთ ახალ საფეხურზე, რაც ნიშნავს, რომ შეძლებთ თანხობრივად უფრო მეტი ოდენობის სესხის აღებას.

Vivusi თავისი ლოიალურობის პროგრამით მომხმარებლებს არსებული სესხის საკომისიოზე ფასდაკლებას სთავაზობს. ამ კომპანიის ლოიალურობის პროგრამა სამ დონიანია:

  • პირველი დონე- 10%-იანი ფასდაკლება

რაც იმას ნიშნავს, რომ მე-4-ე და მე-5-ე სესხზე თქვენ მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას სესხის საკომისიოზე.

  • მეორე დონე – 15%-იანი ფასდაკლება

მე-6-ე სესხით სარგებლობისას მომხმარებელი მიიღებს 15%-იან ფასდაკლებას სესხის საკომისიოზე.

  • მესამე დონე -20%-იანი ფასდაკლება

მე-7ე და ყოველ შემდგომ სესხზე მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას.

Netcredit-ის ლოიალურობის პროგრამა მომხმარებელებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ 5-დან 30%მდე ფასდაკლებით სესხის საკომისიოზე უკვე მე-3-ე სესხიდანვე იმ შემთხვევაში, თუ წინა სესხი აღებული გქონდათ მინიმუმ 14 დღის ვადით და ის დროულად დაიფარა.

Ccloan- არ გააჩნია კონკრეტული ბონუსური სისტემა, მაგრამ მას ბევრი სხვა უპირატესობა გააჩნია. მაგალითად: უკვე მეორე სესხის აღებისთანავე სესხზე მოქმედებს პროცენტის ყოველდღიური დარიცხვის სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ სესხს ვადაზე ადრე დაფარვთ, მაშინ მხოლოდ იმდენი დღის პროცენტს გადაიხდით, რამდენი დღითაც სარგებლობდით სესხით.

Crediton.ge მომხმარებლებს ლოიალურობის პროგრამაში ჩართვას უკვე მე-2-ე სესხიდანვე სთავაზობს. კომპანიის მიერ შეთავაზებული შეღავათები შემდეგნაირად გამოიყურება: მეორე სესხი – 10%; მესამე სესხი -15%; მეოთხე სესხი-20%; ხოლო ყოველი მეხუთე და შემდგომი სესხი -25%.

თუ საფინანსო ორგანიზაციასთან ურთიერთობისას პარტნიორის თქვენდამი ლოიალურობასა და შეღავათებს თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინ გადახედეთ ჩვენს სტატიას და გააკეთეთ თქვენთვის მისაღები არჩევანი.





vivus.ge

ავტორი: 24Sesxebi.com

24Sesxebi.com ეს არის დამოუკიდებელი ვებ-გვერდი, რომელიც კონცენტრირებას ახდენს ქართველების ცნობიერების ამაღლებაზე სწრაფ და საგანვადებო სესხების შესახებ, რომელსაც გასცემენ არასაბანკო სექტორის კომპანიები. აქ ასევე მოთავსებულია ინფორმაცია ინტერნეტ სესხებზე, კრედიტებზე ნაღდი ანგარიშსწორებით და სხვა საფინანსო პროდუქტებზე. ვებ-გვერდზე ქვეყნდება უახლოესი რეიტინგები, ახალ ამბები სასესხო მომსახურებაზე, საკუთარი ფინანსების მართვის ცნობარები, ინფორმაცია სესხების ფასდაკლებებზე, და ასევე გამსესხებელი კომპანიების რეცენზიები და მათი შეთავაზებები.

Share This Post On