სწრაფი კრედიტი- თქვენი გზამკვლევი საკრედიტო სფეროში

სწრაფი კრედიტი- თქვენი გზამკვლევი საკრედიტო სფეროში

ბოლო დროს მოსახლეობაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება სწრაფი დაკრედიტების კომპანიები, რომლებიც მცირე თანხიან სესხებს მინიმალურ დროში  უზრუნველჰყოფენ. ამასთან, კომპანიების უმეტესობა სესხებს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გასცემენ. ბანკებისგან განსხვავებით სესხის დამტკიცებას და აღებას 5 წუთიდან 1 საათადამდე ინტერვალში ხორციელდება, რაც თანხის საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის უმეტესობისთვის საკმაოდ თვალშისაცემი და მიმზიდველია. მათი როლის ზრდის პარალელურად რამდენიმე მსხვილმა საბანკო ორგანიზაციამაც უკვე დაიწყო ამ ბაზრის ათვისება და თავადაც ცდილობენ მსგავსი კომპანიების შესყიდვის გზით მცირე სასესხო ბაზრის წილის შენარჩუნებას, თუმცა ონლაინ სესხები ის სფეროა, სადაც კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება.
ასეთი კომპანიები ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდებიან, თუმცა არჩევანის გაკეთებისას ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის ყველაზე კომფორტული გადაწყეტილება. ის რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, არის მინიმალური ასაკი. დღესდღეობით საქართველოში არსებული არცერთი საკრედიტო კომპანია არ გასცემს სესხს თუ თქვენი ასაკი 18 წელზე ზემოთ არ არის. კომპანიების სრული უმეტესობა კი, 20 წელზე ქვემოთ სესხს არ გასცემს.
მეორე განმასხვავებელი ნიშანი სასესხო თანხის ოდენობას შეეხება. მცირე საკრედიტო კომპანიების მიერ გაცემული სესხის მინიმალურ ოდენობას 50 ლარი შეადგენს. მაქსიმალური კი, კომპანიასა და ზოგჯერ  კონკრეტულ კომპანიაში თქვენს მიერ სესხების რაოდენობა წარმოადგენს. მაგალითად: ზოგიერთი კომპანია პირველ ჯერზე 250 ლარზე მეტ თანხას არ გასცემს სესხად, ზოგი კი, 500 ლარზე მეტს.
გარდა ამ განმასხვავებელი ნიშნისა, მცირე საკრედიტო კომპანიები ერთმანეთისაგან სესხის ვადითა და საპროცენტო განაკვეთითაც განსხვავდებიან. მაგალითდ: ზოგიერთი კომპანია მომხმარებლის მოზიდვის მიზნით პირველ სესხს სრულიად უპროცენტოდ გასცემს, სხვები კი, აქცენტს მომხმარებლის შენარჩუნებაზე აკეთებენ და სესხის პროცენტს ყოველ შემდგომ სესხზე ამცირებენ. ზოგიერთი კომპანია მომხმარებელს ყოველ მეხუთე სესხს სრულიად უპროცენტოდაც სთავაზობს.
მცირე საკრედიტო ორგანიზაციები განსხვავდებიან სამუშაო საათებითაც. მათი სრული უმეტესობა, სურვილის შემთხვევაში, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით მოგემსახურებათ. შაბათ-კვირას კი შეზღუდული გრაფიკით. ზოგიერთი მათგანი აქცენტს 24 საათიან მომსახურებაზე აკეთებს და შესაბამისად, მომხარებელსაც თავისი მოქნილობით იზიდავს.
განსხვავება სესხის დაბრუნების ვადაშიცაა. მსგავსი სესხების ვადა 1 დღიდან 30 თვემდე მერყეობს. თუმცა ვადის შესაბამისად სესხის დაფარვის პირობები და საპროცენტო განაკვეთიც განსხვავებულია.
სესხის აღებამდე გთხოვთ, გადახედოთ სხვადსხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებულ პირობებს და არჩევანი შემდეგ გააკეთოთ.





vivus.ge

ავტორი: 24Sesxebi.com

24Sesxebi.com ეს არის დამოუკიდებელი ვებ-გვერდი, რომელიც კონცენტრირებას ახდენს ქართველების ცნობიერების ამაღლებაზე სწრაფ და საგანვადებო სესხების შესახებ, რომელსაც გასცემენ არასაბანკო სექტორის კომპანიები. აქ ასევე მოთავსებულია ინფორმაცია ინტერნეტ სესხებზე, კრედიტებზე ნაღდი ანგარიშსწორებით და სხვა საფინანსო პროდუქტებზე. ვებ-გვერდზე ქვეყნდება უახლოესი რეიტინგები, ახალ ამბები სასესხო მომსახურებაზე, საკუთარი ფინანსების მართვის ცნობარები, ინფორმაცია სესხების ფასდაკლებებზე, და ასევე გამსესხებელი კომპანიების რეცენზიები და მათი შეთავაზებები.

Share This Post On