Lendo.ge
სესხის აღებისას მომხმარებლები არჩევანს სხვადასხვა ასპექტზე დაყრდნობით აკეთებენ. პრიორიტეტები ინდივიდუალურია და ის ყოველთვის არ არის დამოკიდებული ამა თუ იმ საკრედიტო ორგანიზაციის პირობებზე. ნდობის ფაქტორი შესაძლოა გახდეს კომპანიის უცხოელი პარტნიორებიც, რომელთა მიმართაც საქართველოს მოსახლეობას სიმპათია გააჩნია.
Lendo.ge მცირე საკრედიტო ორგანიზაციაა, რომელიც ლატვიური ინვესტიციით შეიქმნა და ოპერირებს ბაზარზე. ეს საკრედიტო კომპანია სესხებს ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს სთვაზობს, რომელიც აკმაყოფილებს 21-75 წლიან ასაკობრივ ზღვარს.
როგორც ბევრს სხვა ორგანიზაციაში, ლენდოც, პირველ სესხს 500 ლარამდე ოდენობით გასცემს, რომელიც უპროცენტოა და 30 დღიან ვადაზეა გათვლილი. თუმცა, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ლენდოში სესხის ლიმიტი მსესხებლის ასაკსა და საკრედიტო მონაცემებზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ვადებს, საკრედიტო პერიოდი აქ 7 დღიდან 24 თვემდე მერყეობს.
სესხის აღებისას მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ლენდოს სერვის ცენტრს, ან პირდაპირ მისი ვებ გვერდიდან შეავსოს სესხზე განაცხადი. პასუხს, შევსებულ განცხადზე სულ რაღაც 10 წუთში მიიღებთ SMS სახით, ხოლო თანხის მისაღებად შეგიძლიათ მაშინვე მიმართოთ Lendo-ს ნებისმიერ ფილიალს. იმის გამო, რომ მომხმარებლების უმეტესობა ითხოვს თანხის ხელზე აღებას, ხოლო სესხის დასაფარად უნაღდო ანგარიშსწორების გზას არჩევს, თანხის ასაღებად ლენდოს ფილიალში ვიზიტი აუცილებელია. როგორც თავად კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ – ამით ისინი პირადად ეცნობიან მსესხებლებს და თან უზრუნველყოფენ მათი მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სესხს დამტკიცებიდან 5 დღის განმავლობაში არ გაიტანთ, მაშინ ის ავტომატურად გაუქმდება. Lendo-ში თქვენ შეგიძლიათ ერთზე მეტი სესხი იქონიოთ ერთდროულად, თუმცა ჯამური სასესხო ლიმიტი არ უნდა აჭარბებდეს პირადად თქვენზე გამოყოფილ სასესხო ლიმიტს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ლენდო სესხებს 900 ლარიანი მაქსიმალური ლიმიტით გასცემს.
Lendo-ს წარმომადგენლობა აცნობიერებს საზოგადოების მიმართ მის სოციალურ პასუხისმგებლობას, ამიტომ ისინი ორიენტირებულები არიან მომხმარებლებისათვის კომფორტის შექმნასა და მათთან ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.
მაქსიმალური თანხა: 1000 ლარი
სესხის ვადა: 24 თვით
მსესხებლის მინიმალური ასაკი: 21 წლის.
კონტაქტი:
Lendo.ge
ტელეფონი: (+995 32) 250 02 02
ელ.ფოსტა: info@lendo.ge
სამუშაო საათები:
ორშაბათი – პარასკევი: 09:00 – 22:00 სთ.
შაბათი: 09:00 – 22:00 სთ.
კვირა: 09:00 – 22:00 სთ.
ავტორის სხვა სტატიები:
