OkCredit.ge

OkCredit.ge

OK Credit შპს „ავენტუს ჯორჯიას“ მიერ იქნა დაარსებული 2015 წლის 4 დეკემბერს. ორგანიზაცია მცირე საკრედიტო ტიპის ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებლებს მოკლევადიან, მცირე რაოდენით სესხებს სთავაზობს.

OK Credit საქართველოს მოქალაქეებს 50-700 ლარამდე სესხებს სთავაზობს, რომელზეც განაცხადის გაკეთება სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. სესხის პირველად აღების შემთხვევაში კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 300 ლარით განისაზღვრება, თუმცა სესხის ვადა ყველასთვის ერთია- 30 დღე, რომლის გაგრძელება, სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა შესაძლებელია.

okcredit.ge

OK Credit-ში სესხის აღებისას მომხმარებელს მოეთხოვება გადაიხადოს საკომისიო, რაც სესხის ოდენობასა და ვადაზეა დამოკიდებული. ლოიალური მსესხებლებისათვის კომპანიას სპეციალური პროგრამაც გააჩნია, რომლის მიხედვითაც:

  1. 2-3 სესხით სარგებლობისას მომხმარებელს ენიჭება Silver კატეგორია და ის საკომისიოზე 5%-იან ფასდაკლებას იღებს;
  2. 4-5 სესხის აღებისას მას Gold კატეგორია ენიჭება და შეუძლია 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს;
  3. 6 და მეტი სესხით სარგებლობისას, კი მომხმარებელს VIP სტატუსი ენიჭება და ის ყოველ მომდევნო სესხის საკომისიოზე 15%-იანი ფასდაკლებით სარგებლობს.

იმისათვის, რომ ჩერთოთ OK Credit-ის ლოიალურობის პროგრამაში, საჭიროა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:

  1. სესხის მინიმალური თანხის ოდენობა შეადგენდეს 300 ლარს;
  2. კრედიტის გადახდის ვადა არ უნდა იყოს 15 დღეზე ნაკლები;
  3. არ უნდა გიფიქსირდებოდეთ სესხზე ვადაგადაცილება და ყველა მათგანი დროულად უნდა გქონდეთ დაფარული.

OK Credit-ში სესხის ასაღებად არანაირი საბუთის წარმოდგენა არაა საჭირო, ახალი კრედიტის აღება, კი მაშინვე არის შესაძლებელი, როგორც არსებული დავალიანება დაიფარება.

იმისათვის, რომ სესხის აღებისას არ შეცდეთ, გაიარეთ კონსულტაციები ყველა არსებული კომპანიის კონსულტანტებთან და შეარჩიათ კონკრეტულად თქვენზე მორგებული პირობები.

Sesxebi okcredit.ge

უფასო სესხი: არა

მაქსიმალური თანხა: 700 ლარი

სესხის ვადა: 30 დღე გაგრძელების შესაძლებლობით

მსესხებლის მინიმალური ასაკი: 20 წლის.

კონტაქტი


ავტორის სხვა სტატიები:





vivus.ge

ავტორი: admin

Share This Post On