OnlineCredit.ge
შპს „ონლაინკრედიტი“, რომლის სავაჭრო სახელია www.onlinecredit.ge , მცირე დაკრედიტების ტიპის საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებელებს სთავაზობს 50-2000 ლარამდე სესხებს მაქსიმუმ 12 თვის ვადით.
იმისათვის, რომ ისარგებლოთ ამ საკრედიტო ორგანიზაციის მომსახურეობით, საჭიროა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
- იყოთ მინიმუმ 21 წლის საქართველოს მოქალაქე;
- გქონდეთ ფიქსირებული თვიური შემოსავალი, ან სხვა ტიპის დადასტურებული შემოსავალი;
- საჭიროა ფლობდეთ აქტიურ საბანკო ანგარიშს;
- აუცილებელია გქონდეთ მოქმედი ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი;
- და ბოლოს, არ უნდა გქონდეთ მიმდინარე უარყოფითი საკრედიტო ისტორია;
Onlinecredit.ge– ს საშუალებით შეგიძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს შეავსოთ სესხზე განაცხადი. განაცხადის მიღებას სისტემა SMS შეტყობინებით დაგიდასტურებთ. სხვა საკრედიტო ორგანიზაციების მსგავსად onlinecredit-ზე პირველი სესხის ლიმიტი შეზღუდულია, თუმცა ეს ორგანიზაცია, მომხმარებლის შემოსავლებისა და საკრედიტო ისტორიის გათვალისწინებით, საშუალებას იძლევა განსაზღვრულზე მეტი ოდენობის თანხა განიხილოს აპლიკანტის მხრიდან მსგავსი მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში.
იმის მიუხედავად, რომ ონლაინკრედიტის პირველი სესხი არ არის უპროცენტო, ის თავის ერთგულ მსესხებლებს სთავაზობს ლოიალურობის სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ყოველ მომდევნო სესხზე მოქმედებს საპროცენტო განაკვეთის შემცირება. მაგ:
- პირველი სესხი – თვეში 2%
- მეორე სესხი (სტატუსი – სტანდარტი) – თვეში 21%
- მესამე სესხი (სტატუსი – სილვერი) – თვეში 18%
- მეოთხე სესხი (სტატუსი – გოლდი) – თვეში 15%
- მეხუთე სესხი (სტატუსი პლატინუმი) – თვეში 13,2%
- ყოველი მეექვსე და შემდეგი სესხები (სტატუსი VIP) – თვეში 12%
Onlinecredit.ge- ის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად ისარგებლოს 12 თვიანი სამომხმარებლო სესხითა და მაქსიმუმ 800 ლარამდე ოდენობის ერთჯერადი, ერთთვიანი სესხით, თუ მისი შემოსავლები ორივე მათგანის კეთილსინდისიერად დასაფარად საკმარისი.
ჩვენი რჩევაა, სესხის აღებამდე გაეცნოთ ყველა საკრედიტო ორგანიზაციის პირობას და მხოლოდ თქვენთვის მისაღები პირობებით ისარგებლოთ კრედიტით.
მაქსიმალური თანხა: 2000 ლარი
სესხის ვადა: 12 თვე
მსესხებლის მინიმალური ასაკი: 20 წლის.
კონტაქტი
OnlineCredit.ge მისამართი: თბილისი, ასათიანის ქ. #36ა
ტელეფონი:
(032) 2 42 42 62 ან (032) 2 00 02 70
ორშაბათი-პარასკევი: 09:00-22:00
შაბათი-კვირა: 10:00-22: 00
ელ. ფოსტა: info@onlinecredit.ge
ავტორის სხვა სტატიები:
