Webcredit.ge

Webcredit.ge

Webcredit-ი მცირე საკრედიტო სფეროს ერთ-ერთი წარმომადგენელი ორგანიზაციაა, რომელიც სხვა ორგანიზაციების მსგავსად, ორიენტირებულია მცირე ვადიან დამცირე თანხიან კრედიტებზე.

Webcredit-ში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ მაქსიმუმ 1000 ლარიანი სესხით არა უმეტეს 30 დღიანი პერიოდისა. ამასთან, პირველი სესხის საკრედიტო ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს.

Webcredit-ში სესხის აღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს 20 წლის ასაკიდან, რომლის ასაკობრივი ზღვარი არ აღემატება საპენსიო ასაკს. სესხის დამტკიცებისას ეს ორგანიზაცია განიხილივას როგორც კრედიტორის ასაკს, აგრეთვე გადახდისუნარიანობასა და არსებულ საკრედიტო ისტორიას.

სხვა სწრაფი დაკრედიტების ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, მეორე და შემდგომი სესხის აღება Webcredit-ში SMS-ის საშუალებით შეიძლება, რაც ალბათ დაგვეთანხმებით – საკმაოდ კომფორტულია.

განაცხადის შევსებისას მომხმარებლებს შეუძლიათ 15 წუთის ინტერვალში მიიღონ მოთხოვნილი თანხა, თუ მათ პირადი ანგარიში თიბისი ბანკში, საქართველოს ბანკში, ან ლიბერთი ბანკში აქვთ გახსნილი. სხვა შემთხვევებში სესხის თანხა მათ ანგარიშზე მოგვიანებით დაირიცხება.

სესხის თანხის დაფარვა, ან გადავადება შესაძლებელია თქვენი პირადი გვერდიდან VISA/MasterCard ბარათის გამოყენების გზით, ან სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ჩამოთვლილი კომპანიები უზრუნველყოფენ Webcredit-ში თქვენს სახელზე არსებული კრედიტის დაფარვის სერვისს: TBC Pa, IPS, PAYBOX (NOVA).

Webcredit-ის დამატებით უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სესხს ვადაზე ადრე დაფარავთ, არ მოგიწევთ სესხის პროცენტის სრულად დაფარვა, არამედ დაფარავთ მხოლოდ იმ დღეების პროცენტს, რომლის განმავლობაშიც სარგებლობდით კრედიტით.

იმისათვის, რომ სესხის აღებისას არ შეცდეთ, გაიარეთ კონსულტაციები ყველა არსებული კომპანიის კონსულტანტებთან და შეარჩიათ კონკრეტულად თქვენზე მორგებული პირობები.


ავტორის სხვა სტატიები:





vivus.ge

ავტორი: admin

Share This Post On

1 Comment