ZipCredit.ge
საქართველოს ბაზარზე სულ უფრო და უფრო მეტი საკრედიტო კომპანია ცდილობს მომხმარებლების ყურადღების მიპყრობას სესხის გაცემის მაცდური პირობებითა და საპროცენტო განაკვეთებით. არჩევანის გაკეთებისას და საჭიროების სწრაფად დასაკმაყოფილებლად მომხმარებლები ხშირად სწრაფი დაკრედიტების ორგანიზაციებს მიმართავენ.
ზიპ კრედიტი, ან შემოკლებით უბრალოდ ზიპ-ი (Zip credit / Zipcredit), 2015 წელს დაარსდა სვისს კაპიტალის მიერ. ეს მცირე საფინანსო ორგანიზაცია კონცენტრაციას გრძელვადიან სესხებზე აკეთებს და მომხმარებლის მოზიდვას კონკურენტული საპროცენტო განაკვეთით ცდილობს.
ზიპ კრედიტში სესხის აღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ პირობებს:
-
არის 23-63 წლის საქართველოს მოქალაქე;
-
აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან პასპორტი;
-
არ აქვს ნეგატიური საკრედიტო ისტორია.
განაცხადის გაკეთებიდან მომხმარებელს პასუხი უკვე 5 წუთის შემდეგ აქვს, რომლის შემდეგაც მას, სურვილისამებრ, შეუძლია თანხა ან მის სახელზე არსებულ ბარათზე გადაირიცხოს, ან მიმართოს სვისს კაპიტალის უახლოეს სერვის ცენტრს და თანხა ნაღდი ფულით გაიტანოს. ჯამში სესხის აღების პროცედურა მხოლოდ 15 წუთს წაგართმევთ.
ზიპ კრედიტს კონკურენტებისაგან რამოდენიმე ასპექტი განასხვავებს:
-
ამ მცირე საფინანსო ორგანიზაციაში სესხის აღების ლიმიტი 2000 ლარია. ამასთან, ამ რაოდენობის თანხის აღება სესხის პირველივე მოთხოვნისავე შეგიძლიათ.
-
სესხის ვადას მსესხებელი თავად ირჩევს, თუმცა მაქსიმალური ვადა შეზღუდულია და ის 24 თვეს შეადგენს. ზიპ კრედიტის მიზანია მოგისხსნათ ყველა არსებული პრობლემა, რაც თქვენს სესხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, მისი მოქნილი გადახდის სისტემა გთავაზოვთ ნელ-ნელა დაფაროთ სესხის ძირიცა და პროცენტიც.
-
სესხის საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია კრედიტის ვადაზე. თუმცა, ის ჯამში მაინც მნიშვნელოვნად მცირეა კონკურენტებთან შედარებით. მაგ: საშუალო საპროცენტო განაკვეთი წლიური 220% (თვეში 18%) ფარგლებში მერყეობს. ზიპ კრედიტის საპროცენტო განაკვეთი წლიურ 180% , ხოლო თვეში 15%-ს შეადგენს.
ჩვენი რჩევაა, სესხის აღებამდე გაეცნოთ ყველა საკრედიტო ორგანიზაციის პირობას და მხოლოდ თქვენთვის მისაღები პირობებით ისარგებლოთ კრედიტით.
მაქსიმალური თანხა: 2000 ლარი
სესხის ვადა: 24 თვით
მსესხებლის მინიმალური ასაკი: 23 წლის.
კონტაქტი:
Zip Credit
ტელეფონი: * 3030
ელ.ფოსტა: support@zipcredit.ge
სამუშაო საათები:
ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 20:00 სთ.
შაბათი: 10:00 – 18:30 სთ.
კვირა: –
ავტორის სხვა სტატიები:
